მთავარი
საიტის რუკა
კონტაქტი

წარმოება

კომპანია საკუთარ მომხმარებელს გაყინულ, ნედლ ქათამსა და ცალკე შეფუთულ ქათმის ნაწილებს სთავაზობს (ბარკალი, ფრთა, თეთრი ხორცი, კუჭი, ღვიძლი და საბულიონე ნაკრები).
კომპანია “დილის პროდუქტები” ქათმისა და ქათმის ნაწილების ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიაა. ადგილობრივ ბაზარზე “დილის პროდუქტების”კონკურენტად შეიძლება მხოლოდ იმპორტირებული ნაწარმი მივიჩნიოთ, მაგრამ ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივ ბრენდს ანიჭებს და არა უცხოურს. მომხმარებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისთვის, წარმოების გაზრდის მიმართულებით იდგმება არა ერთი ნაბიჯი. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ დაიწყო ნედლი ქათმით ბაზრის მომარაგება. 

საწარმოში ყოველთვიურად 150 ტონამდე ქათმის ხორცის წარმოება-რეალიზება ხდება. ფაბრიკა თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, რაც პროდუქციის მუდმივი კონტროლის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ `დილის პროდუქტები~ ფრინველის საკვებს თავად აწარმოებს. დამზადება ხდება უახლესი ტექნოლოგიით და ევროპულ სტანდარტებს უტოლდება. საკვებად მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებია გამოყენებული (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა და ა.შ.). ქარხანაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მომხმარებელს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიეწოდოს. ამას ხელს უწყობს საწარმოში არსებული, შენახვის იდეალური პირობები და გამართული სასაწყობე მეურნეობა. ქათმების დაკვლის, მათი გასუფთავებისა და შეფუთვის დროს, ყველა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმა დაცულია.

რაც შეეხება კვერცხის წარმოებას “დილის” კვერცხს ბაზრის 40% უჭირავს. ყოველთვიურად საწარმოში 10 მილიონი კვერცხის წარმოება-რეალიზაცია ხორციელდება.
კვერცხი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი: M კატეგორია - ანუ ეგრედწოდებული მარკეტი რაც ბაზარზე წარმოდგენილია შეფუთული სახით და მასში მოთავსებულია 10 ცალი კვერცხი. არსებობს აგრეთვე 0, 01, 1, 2, წვრილი და სუპერი. (კატეგორიებად კვერცხის დაყოფა მისი ზომის მიხედვით ხდება). ფასიც შესაბამისად განსხვავებულია.

უახლოეს მომავალში კომპანია მომხმარებელს ხორცის პროდუქციის ბევრად უფრო ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს, რასაც თავისთავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუციის გაფართოება და ორგანიზაციაში შტატის გაზრდა მოჰყვება.

2011-04-10 კომპანია დილა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
Copyright © 2009 - 2014 All Rights Reserved