პროდუქცია

 

 

 - ქათმის კვერცხი შედგება ცილისა და გულისგან, რომლებსაც გარს ნაჭუჭი აკრავს. ზოგიერთ კვერცხს ორი გული აქვს. ეს საშიში არ არის - იგივეა, რაც ტყუპი ნაყოფი ადამიანებში. კვერცხის გული შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ქოლესტერინს.
    კვერცხის ცილის შემადგენლობაში შედის ყველა შეუცვლელი ამინმჟავა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი  ვერ ასინთეზებს და რომლის მიღება საჭიროა მზა სახით, საკვებთან ერთად. ამდენად, კვერცხი ქიმიური შემადგენლობით სავსებით უზრუნველყოფს ორგანიზმის (მით უფრო - მზარდი ორგანიზმის) მოთხოვნილებას ერთდროულად რამდენიმე კომპონენტზე. არსებობს მონაცემები, რომ ქათმის კვერცხს ორგანიზმი 100%-ით ითვისებს. სხვა  ასეთი პროდუქტი იშვიათია. მაგალითად, ძროხის ხორცისა მხოლოდ მესამედი აითვისება. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინს (ჩ ვიტამინის გამოკლებით):
A საჭიროა თმის, კბილების, ფრჩხილების სიჯანსაღისთვის, აუცილებელია მხედველობისთვის;

  • D კალციუმსა და ფოსფორთან ერთად ამაგრებს კბილებს, ფრჩხილებს, თმას, დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე;

  • E აფერხებს დაბერების პროცესს, მატებს ენერგიას, ამაგრებს სისხლძარღვებს;

  • K აუცილებელია სისხლის შედეგების პროცესისთვის;

  • B1 - არეგულირებს ზრდისა და განვითარების პროცესების მიმდინარეობას, ხელს უწყობს გულის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას;

  • B2 - საჭიროა ერითროციტების, ანტისხეულების წარმოქმნისთვის, ზრდისა და რეპროდუქციული ფუნქციების რეგულაციისთვის, კანის, ფრჩხილებისა და თმის სიჯანსაღისთვის;

  • B3 - აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ებრძვის უძილობას, მატებს ძალას, საჭიროა კანის სიჯანსაღისთვის;

  • B4 - აუცილებელია ტვინის ფორმირებისთვის, მეხსიერებისთვის, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას;

  • B6 - აფერხებს დაბერების პროცესებს, ამაგრებს ნერვებს, ხელს უშლის კანის დაავადებათა განვითარებას;

  • B7 - კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზეზე ზრუნავს;

  • B9 - ხელს უშლის ნაყოფის თანდაყოლილი პათოლოგიების განვითა­რებას;

  • B12 - ამაღლებს იმუნიტეტს, საჭიროა სისხლწარმოქმნისთვის;


D ვიტამინის  შემცველობით კვერცხი მხ­ო­­­ლოდ თე­ვზის ქ­ონს ჩამოუვარდება, B4 კი არც ერთ სხვა პროდუქტში არ არის ამ­დენი;

კვერცხი შეიცავს თითქმის ყველა მიკროელემენტს, რომელიც კი საჭიროა ორგანიზმისთვის, მათ შორის - კალციუმს, ფოსფორს, იოდს, სპილენძს, რკინას და კობალტს.

  • კალციუმი ფოსფორთან ერთად უზრუნველყოფს თმის, ფრჩხილებისა და კბილების სიჯანსაღეს;

  • ფოსფორი აუცილებელია აღდგენითი პროცესებისთვის, გონებრივი შესაძლებლობების ზრდისთვის;

  • იოდი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, გვმატებს ენერგიას;

  • თუთია ხელს უწყობს გონებრივი აქტიურობის ზრდას, აჩქარებს ჭრილობების  შეხორცებას;

  • მაგნიუმი განდევნის დეპრესიას, ამაგრებს გულს, სისხლძარღვებსა და ნერვებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;

  • რკინა ამაღლებს იმუნიტეტს, გვმატებს ძალ-ღონეს, გვიცავს ანემიისგან.

უნდა აღვნიშნოთ კვერცხის ენერგეტიკული ღირებულებაც. ერთ კვერცხში სულ 70 კილოკალორიაა. ეს არც ისე ბევრია, ამდენად, სიმსუქნისაკენ მიდრეკილი ბავშვისთვის კვერცხი საფრთხეს არ წარმოადგენს. იგი სავსებით დიეტური პროდუქტია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხიმოვანი მარაგის ჩალაგება ორგანიზმში ჭარბი ნახშირწყლების შედეგია, ხოლო კვერცხი ნახშირწყლებს საერთოდ არ შეიცავს.

Please reload