აირჩიეთ ,,დილა“ - დაიცავით გარემო !

 

      თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევა ეკოლოგიური პრობლემები და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებაა. იმ პირობებში, როდესაც ბუნებრივი რესურსების ათვისება ყოველდღიურად იზრდება და დედამიწაზე ამოწურვადი რესურსების მარაგი მცირდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წარმოების პროცესში იმ პროდუქციის ჩართვას, რომლის გარემოზე უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სწორედ აღნიშნული, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ქაღალდის შეფუთვის დანერგვა კვერცხის წარმოებაში, რომელიც კომპანია ,,დილის პროდუქტებმა“ წამოიწყო.კომპანიის მიზანია მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკაში და მათ მიერ შემუშავებულ გარემოსდაცვითი რეგულაციების დანერგვასა და სრულყოფაში.       

        შპს ,,დილის პროდუქტები“ მომხმარებელს პროდუქციას სთავაზობს ეკო შეფუთვაში. პირველ ეტაპზე, აღნიშნული შეფუთვის გამოყენება ომეგა 3-ის პროდუქციაზე განხორციელდა.კომპანია ეკო შეფუთვების დანერგვას, ეტაპობრივად, უახლოეს მომავალში, მის მიერ წარმოებულ ყველა კატეგორიის პროდუქციაზე გეგმავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეფუთვის ცვლილება კვერცხის ღირებულებაზე არ იმოქმედებს, ანუ მომხმარებლისთვის პროდუქტი არ გაძვირდება.

     ეკო შეფუთვების დანერგვის პროცესზე მუშაობა 2016 წლიდან დავიწყეთ, მოძიებულ იქნა წამყვანი კომპანიები, რომელთაც მსგავსი მიმართულებით უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. ჩატარებული კვლევების შედეგად, საბოლოოდ, არჩევანი მსოფლიოში ცნობილ, დანიურ კომპანია ,,HARTMANN”-ზე გავაკეთეთ.

   კომპანია ,,დილის პროდუქტების“ და მისი პარტნიორების მიერ ეკო შეფუთვების დანერგვა, თავისთავად გამოხატავს  ჩვენს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, მომხმარებლებზე ზრუნვასა და მათთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნის სურვილს.

ამით ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,  შემოგვიერთდით თქვენც !  

 

Please reload